04 აგვისტო 2026,   09:58
ვრცლად
მამუკა მდინარაძე ნარსიას განცხადებაზე: თუ ერთ წუთს ვილაპარაკებთ როგორ უნდა გაერთიანდეს ხალხი და მეორე წუთს ვუპასუხებთ, შევალთ ისეთ პოლემიკაში, რომელიც ასეთი დღისთვის არ იქნება შესაფერისი

"მგონი, ცოტა ზედმეტი და უადგილოა, ამიტომ ამ პოლემიკაში ჩვენ არ უნდა შევიდეთ", - ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ლიდერის, ნიკა ნარსიას განცხადების შესახებ დასმულ კითხვას.

საქართველოს ვიცე-პრემიერი და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პოლიტიკურ პოლემიკაში შესვლა და მსგავსი განცხადებების შეფასება მიზანშეწონილი არ არის.

"მოდი, მე თავს შევიკავებ მათი გამონათქვამების შეფასებისგან, რადგან ჩვენ ერთ წუთს თუ ვილაპარაკებთ იმაზე, როგორ უნდა გაერთიანდეს ხალხი და მეორე წუთს ვუპასუხებთ, შევალთ ისეთ პოლემიკაში, რომელიც ასეთი დღისთვის არ იქნება შესაფერისი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მათ თვითონ გადახედავენ თავის დამოკიდებულებას, შეიძლება, გააკრიტიკო პოლიტიკოსი, ნებისმიერი სხვა სფერო, მაგრამ აქ, დღევანდელ დღეს, მე მგონი, ცოტა ზედმეტი და უადგილოა, ამიტომ ამ პოლემიკაში ჩვენ არ უნდა შევიდეთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ლიდერი ნიკა ნარსია პატრიარქის ინტრონიზაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ნარსია ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ პოსტს აზიარებს, რომელიც აღშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ ლოცვებში, სხვა პატრიარქებთან ერთად, რუსეთის პატრიარქიც იყო მოხსენიებული. 

დღის ამბები