მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც კენჭისყრა უნდა შედგეს ერთ საათში დაიწყება.
ტაძარში დელეგატები იკრიბებიან, რომლებიც 142-ე პატრიარქის შერჩევის პროცესს აფასებენ.
დეკანოზ გიორგი კარელიძეს იმედი აქვს, რომ შერჩეული კანდიდატი ღვთის ნების გამოცხადება იქნება.
"გორისა და ატენის ეპარქიიდან, როგორც იყო განაწესით დადგენილი, არის ორი თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი, ყველა მონასტრიდან ორ-ორია წარმომადგენელი, ასევე არიან ერის ადამიანები. ჩვენ წარმოვადგენთ მეუფე ანდრიას ეპარქიებს, დროებით მმართველობაშია ახლა სამთავისისა და კასპის ეპარქია, ეს სამღვდელოებაც არის წარმოდგენილი ჩვენთან.
მინდა, რომ ეს იყოს ღვთის ნების გამოცხადება, ანუ ღვთის ნებით მოხდეს ეს ყოველივე, ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი. მეორე, ვფიქრობ, რომ ქართველ ადამიანებს, საქართველოს ეკლესიის მრევლს ესმის სასაუბრო ენა - სიყვარულისა და სიმდაბლის.
როგორც ქრისტემ თქვა - "მდაბალი იყავი და სავსე გულითა" მსურს ასეთი იყოს ჩვენი კათალიკოს პატრიარქი. მწამს და მჯერა, რომ ასე იქნება", - განაცხადა გიორგი კარელიძემ.