ისტორიული შედეგი ევროპის ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში. ბათუმში გამართულ ტურნირში ჩვენმა სპორტსმენებმა ჯამში, 15 მედალი მოიპოვეს.
ეროვნული ნაკრების ანგარიშზე 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაოა, ხოლო ახალგაზრდულმა გუნდმა სადებიუტო ტურნირზე 9 მედლის აღება შეძლო.
ჩემპიონატს გულშემატკივართან ერთად სპორტის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.