"ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი" - ამის შესახებ ხვალიუნდელ გაფართოებ კრებამდე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებთან დეკანოზმა ჯაღმაიძემა განაცხადა.
მისი თქმით, ხვალ გაიმართება მართვა-გამგეობის დებულებით განსაზღვრული გაფართოებული კრება, სადაც სამი საპატრიარქო კანდიდატიდან ერთ-ერთს კენჭისყრით აირჩევენ.
ჯაღმაიძის განმარტებით, სამების საკათედრო ტაძარში დასწრება მხოლოდ სპეციალური სიებით იქნება შესაძლებელი, ხოლო დელეგატებისა და სტუმრების იდენტიფიცირება პირადობის მოწმობების საფუძველზე მოხდება. მისი ინფორმაციით, სტუმრების მიღება დილის 10:00 საათიდან დაიწყება, რის შემდეგაც ტაძარში მღვდელმთავრები შეიკრიბებიან და კენჭისყრისთვის მზადება დაიწყება.
"მოგეხსენებათ, რომ ხვალ მართვა-გამგეობის დებულების შესაბამისად, ჩანიშნული არის გაფართოებული კრება, გაფართოებული კრება არის მე-14 და იქნება კენჭისყრა ამ კრებაზე - სამი საპატრიარქო კანდიდატიდან ერთ-ერთის შესარჩევად. ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს პატრიარქი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა.
დეტალები საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით ნაწილობრივ ცნობილია საზოგადოებისთვის, თუმცა დავაზუსტებთ, რომ სამების ტაძარში კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით, რომელიც არის შედგენილი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ესეც არის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით დარეგულირებული ეპარქიებიდან და მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან.
შედგენილი არის სია იმის მიხედვით თუ როგორ არის გაწერილი მართვა-გამგეობის დებულებაში და მომსვლელებს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობა, ამით მოხდება იდენტიფიცირება სიასთან. შესვლა შესაძლებელი იქნება 10:00 საათიდან, 12:00 საათამდე უნდა მოხდეს სტუმრების, დელეგატების მიღება, ამ პერიოდისთვის უკვე მღვდელმთავრებიც მობრძანდებიან საკათედრო ტაძარში და დაიწყება მზადება კენჭისყრისთვის", - განმარტა საპატრიარქოს საზოგდოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.