უკრაინის საჰარეო ძალების განცხადებით, რუსეთის მხრიდან, ზავის პირობები დაირღვა, როდესაც დღეს, 10 მაისს გამთენიისას რუსული დრონებით თავდასხმა განხორციელდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, შეტევა 27 დრონით განხორციელდა.
უკრაინული მხარის თქმითვე, ყველა მათგანი განეიტრალებული და ჩამოგდებულია.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას რუსეთის ფედერაციასთან 9-10-11 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება მიიღო.