პოლონეთში, რუსეთთან საზღვრიდან 20 კილომეტრში, ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატი იპოვეს. დრონი ქალაქ ბარტოშიცესის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ მინდორში აღმოაჩინეს.
როგორც ქვეყნის სამხედრო პოლიციაღნიშნავს, ეს სათვალთვალო სამხედრო დრონია. აპარატზე აღმოჩენილია კირილური წარწერები, რაც შესაძლოა მის როგორც რუსულ, ისე უკრაინულ წარმომავლობაზე მიუთითებდეს.
"დრონის მოდელი და წარმომავლობა დადგენილი არ არის", - განაცხადეს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში და დასძინეს, რომ მოგვიანებით აპარატმა ფინეთის ტერიტორია დატოვა.