03 აგვისტო 2026,   15:40
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის მასშტაბური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს

დიდ ბრიტანეთში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის მასშტაბური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს. ლონდონის ცენტრალურ ქუჩებსა და მთავარ მოედნებზე საქართველოს შესახებ სარეკლამო ბილბორდები განთავსდა. მთლიანობაში 46 გარე სარეკლამო სივრცე, რომელიც როგორც ციფრულ, ისე სტატიკურ რეკლამას აერთიანებს.

დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია. 2026 წლის პირველ კვარტალში, გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში დაახლოებით 46 პროცენტით მეტი ვიზიტი შედგა. ტურისტების ნაწილი საქართველოს კარგად იცნობს, ნაწილი კი ამბობს, რომ ქვეყანა მათთვის აღმოჩენაა, მისი კულტურით,, ისტორიით და კულინარიული ტრადიციებით.

სახელმწიფოსთან ერთად, დიდ ბრიტანეთთან კონტაქტების გააქტიურებაზე მუშაობს კერძო სექტორიც.სასტუმრო პარაგრაფის გაყიდვების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს და ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი კამპანია კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ცნობადობის გაზრდისთვის.

საქართველოს შესახებ, ერთი წლის განმავლობაში, ლონდონში განთავსებულ საიმიჯო ვიდეორგოლებსა და ფოტო-კოლაჟებს 17 მილიონზე მეტი ადამიანი იხილავს.

ტურიზმის განვითარების მიზნით, ქვეყნის პოპულარიზაციას ხელს უწყობს პირდაპირი ავიამიმოსვლაც. უკვე წელიწადზე მეტია ქართულ ავია ბაზარზე ორი უმსხვილესი ავიაკომპანია ოპერირებს. "ბრითიშ იარვეისი" და "იზიჯეტი", პირდაპირ რეისებს ახორციელებენ. თბილისსა და ლონდონს შორის ფრენები კვირაში ექვსჯერ სრულდება.

დღის ამბები