18 ივნისი 2026,   10:01
ვრცლად
ბრიტანეთის ადგილობრივი არჩევნების შედეგები - კირ სტარმერი ამბობს, რომ წაგების მიუხედავად, გადადგომას არ აპირებს.

წაგებული არჩევნები და 1400-მდე დაკარგული ადგილი ადგილობრივ საბჭოებში: ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში - ეს ის შედეგებია, რაც არჩევნების შემდეგ კირ სტარმერის ლეიბორისტულმა პარტიამ მიიღო. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ წაგების მიუხედავად, გადადგომას არ აპირებს.

ოპოზიცია გამარჯვებას ზეიმობს. წინასწარი შედეგების მიხედვით, ინგლისის მასშტაბით პირველი ადგილი ოპოზიციურმა პარტიამ "გაერთიანებული სამეფოს რეფორმამ" მოიპოვა, შოტლანდიაში პირველ ადგილზე "შოტლანდიის ეროვნული პარტიაა", უელსში კი ყველაზე მეტი ადგილი "პლაიდ კემრისს“ ერგო.

პარალელურად, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა მოსახლეობაში. ნაწილის აზრით, ეს ქვეყანაში ცვლილებების დაწყების შესაძლებლობაა, მეორე ნაწილი კი იმედოვნებს, რომ სამომავლოდ ამომრჩეველი ვითარების შემობრუნებას ლეიბორისტების სასარგებლოდ შეძლებს.

შოტლანდიაში ადგილობრივ არჩევნებში ჯონ სუინის გამარჯვება TRUHT SOCIAL-ზე მიულოცა დონალდ ტრამპმა.

არჩევნების მეორე დღესვე კირ სტარმერმა საკადრო ცვლილებების შესახებ განაცხადა და ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი ფინანსების საკითხებში თავის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. ინგლისში საბოლოო შედეგების გამოცხადებას ჯერ კიდევ ელოდებიან, თუმცა წინასწარი მონაცემებით, დამაჯერებელი გამარჯვება ადგილობრივ საბჭოში რეფორმისტებმა უკვე მოიპოვეს, ლეიბორისტებმა კი მეორე ადგილზე გადაინაცვლეს.

ავტორი: თამთა ნაკუდაიძე. 

დღის ამბები