დიუშენის მედიკამენტების საკითხი პოლიტიკური კინკლაობის საგანი გახდა, მაგრამ ეს არამც და არამც სწორი არ არის, - განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, უცილებელია ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ თემასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მეტად იყოს დაფუძნებული მტკიცებულებებზე:
"სხვაგვარად ეს შეუძლებელია. არიან ადამიანები, რომლებიც ზოგჯერ პოლიტიკური მიკერძოების, ზოგჯერ ბევრი სხვა რამის გამო ამაზე საგნობრივად კი არ მსჯელობენ, არამედ ცდილობენ, რომ ემოციურად იქნას გადაწყვეტილებები მიღებული, ეს, რა თქმა უნდა, არასწორია. იმ დროს დავიწყე ამ საკითხზე თვალის მიდევნება, როცა ფართოდ არ იყო ეს საკითხი გაშუქებული. აუცილებელია ნებისმიერი გადაწყვეტილება, ამ თემასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მეტად იყოს დაფუძნებული მტკიცებულებებზე," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.