"მადლობა, მიყვარხარ, მაპატიე" - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში "აზდაკის ბაღის" ახალი სპექტაკლის პრემიერა შედგა. სპექტაკლი ალეგორიული ხერხებით მოგვითხრობს ადამიანობაზე, თანაარსებობასა და განსხვავებულობის მიღების მნიშვნელობაზე. წარმოდგენაში 21- ი მსახიობი მონაწილეობდა, მათ შორის 14განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირი, 7 კი პროფესიონალი მსახიობია.