03 აგვისტო 2026,   13:40
ვრცლად
საქართველოს ეროვნული პავილიონი ვენეციის 61-ე ბიენალეზე

საქართველოს ეროვნული პავილიონი - ვენეციის 61-ე ბიენალეზე. "თანამედროვე არგონავტები - საქართველოს გზაჯვარედინი" - ასევე ჰქვია კულტურის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილ პროექტს. ადგილზე წარმოდგენილია თანამედროვე ტექნიკით შესრულებული ვიზუალური ნამუშევრები და ტრადიციული ფორმატის ნიმუშები. ექსპოზიცია მრავალფეროვანია და მოიცავს ფერწერას, ფოტოგრაფიას, ინსტალაციასა და მულტიმედია არტს. საქართველოს ეროვნული პავილიონი კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გახსნა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე თამარ ბაგრატიონი, საქართველოს ელჩი იტალიის რესპუბლიკაში და მოწვეული სტუმრები.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე თამარ ბაგრატიონი, საქართველოს ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილი და მოწვეული სტუმრები.

ვენეციის ბიენალე 1895 წლიდან იმართება. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა, რომელიც, ხელოვნების პოპულარიზაციისა და კულტურული გაცვლის ხელშეწყობის მიზნით, 80-ზე მეტი ქვეყნის წამყვან ხელოვანს, კურატორსა და კრიტიკოსს აერთიანებს.

ვენეციის 61-ე ბიენალე მიმდინარე წლის 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოფენის მთავარი თემაა „მინორულ ტონებში“ (In Minor Keys).

დღის ამბები