დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა - ნაცისტური გერმანიის დამარცხებიდან 81 წელი გავიდა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა. მათგან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.
დღეს ვეტერანების ნაწილი ტრადიციულად კიკვიძის პარკში შეიკრიბა.
"ჩვენი ტრაგედიის და დიდი გამარჯვების დღეა, ჩვენ ყველა ვამაყობთ იმით, რომ ჩვენმა საქართველოს შვილმა რაიხსტაგზე ააფრიალა მშვიდობისა და გამარჯვების დროშა. უდიდესი პიროვნება იყო ბატონი მელიტონ ქანთარია,"- აცხადებს ომის ვეტერანი
მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. გვირგვინით შეიმკო დაღუპულ გმირთა მემორიალი.