27 ნოემბერი 2026,   05:37
ვრცლად
თარიღებზე დავით ცდილობენ შემოიტანონ განხეთქილება საზოგადოებაში, 9 მაისი არის ჩვენი დღე და ის ყოველთვის აღინიშნება, როგორც ჩვენი გამარჯვების დღე - შალვა პაპუაშვილი

თარიღებზე დავით ცდილობენ შემოიტანონ განხეთქილება საზოგადოებაში. ​სასაცილოა ასეთი მცდელობები, როდესაც სურთ რომ ჩვენი ისტორია გადაწერონ, წაგვიშალონ და ხელახლა დაწერონ ჩვენს გონში ახალი მეხსიერება, დაგვავიწყონ ვინ ვართ და რა არის ის თარიღები, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 9 მაისი არის ჩვენი დღე, ეს არის გამარჯვების დღეს და ის ყოველთვის აღინიშნება, როგორც ჩვენი გამარჯვების დღე.

"მგონი ყველა ხვდება, რომ ეს არის დამუშავებული მეთოდი, რომ თარიღებზე დავით შემოიტანონ განხეთქილება საზოგადოებაში. 8 თუ 9 მაისი, 25 დეკემბერი თუ 7 იანვარი, 7 თუ 8 აგვისტო - ეს არის ჩვეულებრივი სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული მეთოდი საზოგადოების გახლეჩვისა. ამიტომ, სასაცილოა ასეთი მცდელობები, როდესაც სურთ რომ ჩვენი ისტორია გადაწერონ, წაგვიშალონ და ხელახლა დაწერონ ჩვენს გონში ახალი მეხსიერება, დაგვავიწყონ ვინ ვართ და რა არის ის თარიღები, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. 9 მაისი არის ჩვენი დღე, ეს არის გამარჯვების დღეს და ის ყოველთვის აღინიშნება, როგორც ჩვენი გამარჯვების დღე. საქართველოს და ქართველ ერს აქვს ყველაზე დიდი მსხვერპლი გაღებული მოსახლეობაზე გადათვლით და მეტიც, თუ ავიღებთ ევროკავშირის წევრებს და მათი მხრიდან მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა რაოდენობას, გერმანიას თუ არ ჩავთვლით, საქართველოს აქვს ყველაზე დიდი მსხვერპლი გაღებული. 300 000 ქართველი დაეცა ამ ომში და ეს არის ჩვენი წვლილი მათ შორის, თანამედროვე ევროპის განვითარებაში,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები