27 ნოემბერი 2026,   08:49
ვრცლად
საქართველომ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო ყველა ანტიფაშისტურ ერებს შორის, ეს არის ის წვლილი, რომლის საქართველომ შეიტანა მშვიდობიანი სამყაროსთვის - შალვა პაპუაშვილი

მინდა ყველა ცოცხალ ვეტერანს მივულოცო ეს დღე, საქართველომ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო ყველა ანტიფაშისტურ ერებს შორის, ეს არის ის წვლილი, რომლის საქართველომ შეიტანა მშვიდობიანი სამყაროსთვის - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს დღე გვახსენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის დღეები, რაც ჩვენს იდენტობას ქმნის, ისტორიული მომენტები, რაც ჩვენ, როგორც ერს გვაკავშირებს ერთმანეთთან და ჩვენი საერთო მეხსიერება არის.

"მინდა ყველა ცოცხალ ვეტერანს მივულოცო ეს დღე, მინდა მივაგოთ სათანადო პატივი სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას. მოსახლეობის რაოდენობაზე გადათვლით, საქართველომ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო ყველა ანტიფაშისტურ ერებს შორის. ეს არის ის წვლილი, რომლის საქართველომ შეიტანა მშვიდობიანი სამყაროსთვის, ვინაიდან ეს ომი ეხებოდა ყველას. ეს დღე ასევე გვახსენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის დღეები, რაც ჩვენს იდენტობას ქმნის, ის ისტორიული მომენტები, რაც ჩვენ, როგორც ერს გვაკავშირებს ერთმანეთთან და ჩვენი საერთო მეხსიერება არის - ეს დღეები არ დავივიწყოთ და იყოს ყოველთვის ჩვენი და ჩვენი შვილების მეხსიერებაში,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები