ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა, ალი ხეზრიანმა განაცხადა, რომ ამიერიდან აშშ-ის საზღვაო ბლოკადას ირანის სამხედრო პასუხი მოჰყვება, - ამის შესახებ Reuters-ი ირანულ საინფორმაციო სააგენტო Fars-ზე დაყრდნობით წერს.
Reuters-ი კიდევ ერთ ირანულ გამოცემას, Tasnim-ს ეყრდნობა და წერს, რომ მედიამ მაღალი რანგის სამხედრო წყაროზე დაყრდნობით, კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
"წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ სპარსეთის ყურეში ამჟამად ვითარება მშვიდია, არსებობს შეტაკებების რისკი, თუ ამერიკელები შეეცდებიან ყურეში ხელახლა შესვლას და ირანული გემებისთვის პრობლემების შექმნას", - წერს მედია.