06 აგვისტო 2026,   18:53
ვრცლად
საქართველოს სიყვარული არ უნდა გამოხატონ ქვეყნის არეულობაში და დამხობაში - მამუკა მდინარაძე

საქართველოს ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ქვეყნის სიყვარული, ქვეყნის არევით და გადატრიალებით არ გამოიხატება. 

"საქართველოს სიყვარული არ უნდა გამოხატონ ქვეყნის არეულობაში და დამხობაში. ეს არ არის სერიოზული მსჯელობა მათი მხრიდან და პიარ კამპანიის ეს მესიჯური ნარატივი არის განწირული თავიდანვე წაგებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები პირდაპირ ეთერში ჩადიოდნენ დანაშაულს, კულისებში რა ხდებოდა ამაზე გაცილებით მეტი ინფორმაცია გვაქვს ბუნებრივია და იქ იყო ბევრი დეტალი, რომელიც დანაშაულთან ერთად ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებზეც მიუთითებდა, დანაშაულის შედეგად რა შეიძლებოდა გამოწვეულიყო ამ ქვეყანაში და რამდენად სერიოზულ დარტყმა შეიძლებოდა მიეღო ქვეყანას მათი გეგმები და ზრახვები წარმატებული რომ ყოფილიყო. 

საბედნიეროდ ჩვენ შევძელით, მთლიანი სამართალდამცავი სისტემა დადგა დეტალების სიზუსტით თავის სიმაღლეზე და შევძელით იმავე დღეს დამნაშავეების დაკავება და ასევე იმავე დღეს შევძელით ამოწურულიყო ეს ინცინდენტი

იმ დღეს მოხერხდა ზედმიწევნითი სიზუსტით პოლიციის ყველა დანაყოფის მოქმედება, უსაფრთხოების და დაცვის სამსახურის ზედმიწევნითი სიზუსტით მოქმედება, პრევენცია, დაზღვევა. 

თქვენ გახსოვთ, რომ პარარელურად მიმდინარეობდა ღონისძიება რომლითაც დადგინდა იარაღის ადგილსამყოფელი, იმავე დღეს და უმოკლეს ვადაში ამ ღონისძიების დამთავრებიდან მოხდა იმ იარაღის ამოღება, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით უნდა გამოყენებულიყო მოქალაქეების წინააღმდეგ, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. 

არსებობს, რაღაც ოპერატიული ინფორმაციები, რომელიც შემდეგ მტკიცებულებებში არ აისახება, ხოლმე ეს შეუძლებელია. ერთია ოპერატიული მხარე და მეორეა ოპერატიული მხარე. მტკიცებულებები იყო წარდგენილი პირდაპირ ეთერში და ამ მტკიცებულებების საფუძველზე სასჯელს იხდიან უკვე.

სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული. ამის იქეთ რაც კი შემიძლია გითხრათ მაქსიმალურს ვამბობ და ამის იქეთ ალბათ ვერ ვისაუბრებ ამ თემაზე, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ იმ დღეს ქვეყანა ძალიან დიდ უბედურებას გადარჩა, იმით რომ ყველა სამართალდამცავმა რამოდენიმე ათასმა ადამიანმა იმუშავა ძალიან ზუსტად,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები