27 ნოემბერი 2026,   13:16
ვრცლად
ირაკლი კობახიძე - მამუკა მდინარაძეს ვულოცავ თანამდებობის დაკავებას, ის დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის

"პირველ რიგში, ბატონ მამუკა მდინარაძეს მივულოცავ თანამდებობის დაკავებას - პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მნიშვნელობას," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მამუკა მდინარაძის აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნება გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"ბუნებრივია, სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სტრუქტურების გამართული მუშაობა, საერთო კოორდინაციის ეფექტიანად უზრუნველყოფა და ამ ყველაფერში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, ვიცე-პრემიერის თანამდებობა და, პიროვნულად, ბატონი მამუკა მდინარაძე განსაკუთრებულ როლს შეასრულებს. მინდა, მას განსაკუთრებული წარმატებები ვუსურვო, ასვე, მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი მამუკა მდინარაძე დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისთვის ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის. კიდევ ერთხელ, წარმატებებს ვუსურვებ ბატონ მამუკა მდინარაძეს," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები