04 აგვისტო 2026,   23:28
ვრცლად
საქართველო აცნობიერებს საკუთარი ღვინის კულტურის უნიკალურობას - დავით სონღულაშვილი

"საქართველო აცნობიერებს საკუთარი ღვინის კულტურის უნიკალურობას", - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღვინის ეროვნული დღის შესახებ განაცხადა.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ვაზის ასეულობით ჯიშია დაცული, რაც ქვეყანას უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, შექმნას განსხვავებული ჯიშისა და ხასიათის ღვინოები.

"დღეს, როცა პირველად აღვნიშნავთ ღვინის ეროვნულ დღეს გვინდოდა გამოგვეხატა, რომ საქართველო აცნობიერებს საკუთარი ღვინის კულტურის უნიკალურობას, მიზანმიმართულად მუშაობს მის განვითარებასა და საერთაშორისო პოზიციონირებაზე.

განსაკუთრებით ვზრუნავთ ვაზის ჯიშების შესწავლასა და აღდგენაზე. ამ ეროვნულ საქმეში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მისი მხარდაჭერით, დღეს, სამინისტროს ბაზაზე ფუნქციონირებს კვლევითი ცენტრი, რომელიც ქართული ჯიშის იშვიათი ვაზის აღდგენაზე მუშაობს. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინას მისი წვლილისთვის, ქართული მეღვინეობა/მევენახეობის განვითარების საქმეში.

ვამაყობთ, რომ საქართველოში დაცულია ვაზის ასეულობით ჯიში, რაც გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას შევქმნათ განსხვავებული ჯიშისა და ხასიათის ღვინოები. თანამედროვე გამოწვევები კი გვავალდებულებს, რომ ტრადიციასთან ერთად დავნერგოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, გავაუმჯობესოთ ხარისხის კონტროლის მექანიზმები და კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ქართული ღვინის ბრენდის გაძლიერებაზე, საერთაშორისო დონეზე", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დღის ამბები