27 ნოემბერი 2026,   05:00
ვრცლად
ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება იყვნენ პატრიოტიზმისა და პატიოსნების სიმბოლო, 7 წლით ჩასვეს სამშობლოს სიყვარულისთვის - ირაკლი ფავლენიშვილი

4 ოქტომბერს, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დამდგარ განაჩენს შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ მსჯავრდებული ადამიანები პატრიოტიზმისა და პატიოსნების სიმბოლო არიან.

"4 ოქტომბერს, ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება იყვნენ პატრიოტიზმის და პატიოსნების სიმბოლო, 7 წლით ჩასვეს სამშობლოს სიყვარულისთვის. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც აუცილებლად უნდა შევცვალოთ," - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

პროკურატურის განცხადებით, წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, ასევე კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 7- 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას - 5-5, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი.

დღის ამბები