18 ივნისი 2026,   08:56
ვრცლად
ტრამპის თქმით, თუკი ევროკავშირი ტარიფებს ნულამდე არ შეამცირებს, აშშ ტარიფებს "გაცილებით მაღალ დონემდე" გაზრდის 

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ტელეფონით ესაუბრა. 

გარდა ირანსა და ევროკავშირთან მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებებზე საუბრისა, ტრამპი აცხადებს, რომ მან ფონ დერ ლაიენს მოსთხოვა სავაჭრო ვალდებულებების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია მის მიერ აღწერილ "ისტორიულ სავაჭრო შეთანხმებასთან", რომელიც გასულ წელს ტერნბერიში გაფორმდა.

"მოთმინებით ველოდი, რომ ევროკავშირი შეასრულებდა თავის წილ ვალდებულებებს ისტორიულ სავაჭრო შეთანხმებაში, რომელზეც შოტლანდიაში, ტერნბერიში შევთანხმდით - ეს ყველაზე დიდი სავაჭრო გარიგებაა ისტორიაში! გაიცა პირობა, რომ ევროკავშირი შეასრულებდა თავის წილს და შეთანხმების თანახმად, ტარიფებს ნულამდე შეამცირებდა,"- აღნიშნა ტრამპმა. 

ტრამპის თქმით, იგი დათანხმდა ევროკავშირს ამერიკის შეერთებული შტატების 250 წლის იუბილემდე მისცეს დრო, სანამ ტარიფებს "გაცილებით მაღალ დონემდე" გაზრდის.

დღის ამბები