18 ივნისი 2026,   08:55
ვრცლად
ტრამპი ევროკომისიის პრეზიდენტთან საუბრის დეტალებზე: ჩვენ სრულიად ერთიანები ვართ იმაში, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანსა და ევროკავშირთან მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებებზე ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა. 

ტრამპის თქმით, მან  ევროკომისიის პრეზიდენტი გააფრთხილა, რომ ტარიფები შეიძლება გაიზარდოს, თუ ბლოკი გარკვეულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის ხელმძღვანელი ეთანხმება პოზიციას, რომ ირანს არასოდეს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

"ჩვენ განვიხილეთ მრავალი თემა, მათ შორის ის, რომ ჩვენ სრულიად ერთიანები ვართ იმაში, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი," - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე და აღნიშნა, რომ ეს იყო "შესანიშნავი ზარი".

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მან ფონ დერ ლაიენს მოსთხოვა სავაჭრო ვალდებულებების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია მის მიერ აღწერილ "ისტორიულ სავაჭრო შეთანხმებასთან", რომელიც გასულ წელს ტერნბერიში გაფორმდა.

"მოთმინებით ველოდი, რომ ევროკავშირი შეასრულებდა თავის წილ ვალდებულებებს ისტორიულ სავაჭრო შეთანხმებაში, რომელზეც შოტლანდიაში, ტერნბერიში შევთანხმდით - ეს ყველაზე დიდი სავაჭრო გარიგებაა ისტორიაში! გაიცა პირობა, რომ ევროკავშირი შეასრულებდა თავის წილს და შეთანხმების თანახმად, ტარიფებს ნულამდე შეამცირებდა,"- აღნიშნა ტრამპმა. 

ტრამპის თქმით, იგი დათანხმდა ევროკავშირს ამერიკის შეერთებული შტატების 250 წლის იუბილემდე მისცეს დრო, სანამ ტარიფებს "გაცილებით მაღალ დონემდე" გაზრდის.

დღის ამბები