საქალაქო სასამართლოში, ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების განაჩენი გამოცხადდა.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივძის გადაწყვეტილებით, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს - 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ირაკლი შაიშმელაშვილს - 2 წელი.
ირაკლი ჩხვირკიას, თორნიკე მჭედლიშვილს, გური ჟვანიას და ნიკა გვენცაძეს კი - 5 წელი.
პროცესზე დაცვის მხარე და ბრალდებულები დასკვნითი სიტყვით წარდგნენ.
დაკავებულებს ბრალად ედებოდათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, მოწოდება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ.