ევროკომისიამ გამოაქვეყნა სოციალური რეფორმების ახალი პაკეტი, რომლის მიზანი 2050 წლისთვის ევროკავშირში სიღარიბის აღმოფხვრა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ბარიერების მოხსნაა.
ევროკომისიის მონაცემებით, ევროპელთა ნახევარზე მეტი (52%) შეშფოთებულია ცხოვრების გაძვირებით. ამჟამად: ყოველი მეხუთე ევროპელი სიღარიბის ზღვარზეა. ბავშვებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია - ყოველი მეოთხე ბავშვი საჭიროებს დახმარებას.
ამავე მონაცემებით, ევროკავშირში 1 მილიონი ადამიანი უსახლკაროა. 93 მილიონი ადამიანი ფინანსურ სირთულეებს განიცდის, განსაკუთრებით დაუცველები არიან მარტოხელა დედები და მამები, ასევე 16-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. შშმ პირთა მხოლოდ 55%-ია დასაქმებული.