04 აგვისტო 2026,   08:39
ვრცლად
თელავში ერეკლე II-ის შესახებ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

თელავში ერეკლე მეორეს შესახებ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. 

"ერეკლე მეორის ბიოგრაფიული შტრიხები - ნარატივი და ისტორიული რეალობა" მეფე ერეკლე მეორის სასახლის საელჩო დარბაზში გაიმართა. 

ღონისძიების ფარგლებში მკვლევარებმა წარმოადგინეს საზოგადოების აქამდე უცნობი ფაქტები, რომელიც ერეკლე II-ის ცხოვრებას, მოღვაწეობას და მის მიერ დატოვებულ ისტორიულ მემკვიდრეობას შეეხებოდა.

ღონისძიებას მთავრობის, საკანონმდებლო ხელისუფლების, სასულიერო აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"მისასალმებელია, როდესაც ასეთი წარმომადგენლობითი კონფერენცია ტარდება და რომელიც ეძღვნება ჩვენს ღვაწლმოსილ და ყველასთვის უსაყვარლეს ისტორიულ მეფეს, ერეკლე მეორეს, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში, მის დამოუკიდებლობის გაძლიერებაში, მის წინსვლასა და ქართველი ერის შემდგომ განვითარებაში", - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი.

“ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი კონფერენცია მეფე ერეკლესთან დაკავშირებით - კიდევ ერთხელ მოკვლევა იმ პერიოდის, კიდევ ერთხელ მოკვლევა მეფე ერეკლეს მოღვაწეობის," - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

დღის ამბები