რუმინეთის პარლამენტმა პროევროპელი პრემიერ-მინისტრის, ილე ბოლოჯანის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. 281 ხმით 4-ის წინააღმდეგ, საკანონმდებლო ორგანომ კაბინეტის გადაყენებას მხარი დაუჭირა.
პოლიტიკური კრიზისი მმართველი კოალიციის დაშლას მოჰყვა, მას შემდეგ, რაც სოციალ-დემოკრატებმა მთავრობის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს და ბოლოჯანი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაში დაადანაშაულეს.
რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, ახალი, პროდასავლური მთავრობის ფორმირებისთვის კონსულტაციები დაუყოვნებლივ დაიწყება.