ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლქვში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში, 700-მეტრიანი გზის ასფალტირებასთან ერთად, მოეწყობა სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები, ბოლოს დაიხაზება გზის სავალი ნაწილი.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 740 ათასი ლარით ფინანსდება.
სამუშოებს ადგილზე ლაგოდეხის მერი გაეცნო.