"გიგა ავალიანის ღირსება, ღირსეულად დაიცვა ახალგაზრდა მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა, მისმენდა გულისყურით, ჩემს ემოციას ზუსტად იზიარებდა და იაზრებდა," - ამის შესახებ, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ "რუსთავი 2-თან" საუბრის დროს განაცხადა.
ეკა კუპატაძე სასამართლო პროცესის მიმდინარეობას აფასებს და საგამოძიებო უწყებებს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის. დარწმუნებულია, რომ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი საქმეზე კანონის მთელი სიმკაცრით გამოიტანს განაჩენს.
"მადლობა მათ ეკა კუპატაძისგან - გიორგი მიქაიას და გენპროკურორს, გიორგი გვარაკიძეს. გიგა ავალიანის ღირსება, ღირსეულად დაიცვა ახალგაზრდა მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა.
დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მოსამართლე კანონის მთელი სიმკაცრით აგებინებს პასუხს, მის კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება.
მართლაც შეუვალ პროკურორებს მადლობა მათ ეკა კუპატაძისგან, გიგა ავალიანის დედისგან. მათი ზედამხედველობის ქვეშ მიდიოდა თავიდან გამოძიება - ლევან ვეფხვაძე, ქეთი სონიძე არიან პირდაპირ საქმის პროკურორები, შეუვალები, სალი კლდეები.
გამომძიებლებს არ ვახსენებ ხოლმე და ყველაზე მეტ საქმეს, გამომძიებლები აკეთებენ, როცა კვლევა-ძიება მიმდინარეობს.
მე მინდა ვთქვა, ბატონი ვიქტორ მახარაძის გუნდმა დღე და ღამე იმუშავა და აჩვენა თავიანთი პროფესიონალიზმი. ისე კარგად გამოძიებული საქმე გამოიტანეს, რომ ხელის გულზე გვაქვს ყველაფერი.
შემიყვარდნენ კიდეც ეს პროკურორები, რადგან ვხედავ როგორ უპირობოდ მებრძოლები არიან.
მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა თქვა სიტყვები, რომლის თქმის ვალდებულებაც, მას იქ არ ჰქონდა - მან თქვა, რომ გიგა ავალიანს არ შეშლია ქცევა არასდროს არავისთან, გიგა ავალიანი იყო პიროვნება, რომელიც მთლიანად ორიენტირებული იყო მოსწავლეებისთვის ცოდნის გადაცემაზე.
მოსამართლე მისმენდა გულისყურით, ჩემს ემოციას ზუსტად იზიარებდა და იაზრებდა. დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლე კანონის მთელი სიმკაცრით აგებინებს პასუხს,"- აცხადებს ეკა კუპატაძე.