03 აგვისტო 2026,   11:34
ვრცლად
გიორგობის დღესასწაულზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო ქაშუეთის ტაძარში წირვას აღავლენს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 6 მაისს, გიორგობას, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო წირვას ქაშუეთის ტაძარში აღავლენს.

„ამა წლის 6 მაისს, გიორგობას, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას ქაშუეთის ტაძარში აღავლენს.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები