27 ნოემბერი 2026,   12:27
ვრცლად
53 ხმა 14-ის წინააღმდეგ - ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ცოტა ხნის წინ საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო

53 ხმა 14-ის წინააღმდეგ - ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ცოტა ხნის წინ საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო. ამავე დოკუმენტზე დაყრდნობით, ინიცირებულია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი.

საკითხზე მომხსენებელია ლიეტუველი ევროპარლამენტარი, EPP-ის წევრი, რასა იუკნევიჩიენე. ეს არის მეორე ანგარიში საქართველოს შესახებ, რომელშიც საუბარია დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე.

ოთხმა ევროდეპუტატმა შესწორების ორი პროექტი წარადგინა, რომლებშიც აქცენტი მედიაზე კეთდება. მათ შორის არის მოწოდებები "რუსთავი 2"-ს, "იმედისა" და "პოსტივის" შემზღუდავ ღონისძიებებზე.

"ანგარიში ფოკუსირებულია ევროპარლამენტის მთავარ შეშფოთებაზე საქართველოს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ევროპული ინტეგრაციის მდგომარეობასთან დაკავშირებით. "ქართულმა ოცნებამ" არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი. ანგარიშის პროექტი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის პირობებში, სულ უფრო მეტი წევრი სახელმწიფო აწესებს ინდივიდუალურ სანქციებს ქართველი თანამდებობის პირების წინააღმდეგ. მოუწოდებს სხვა წევრ სახელმწიფოებს, მიბაძონ მათ. უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება", - წერია ანგარიშში.

დღის ამბები