"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებას," - ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა ერევანში განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტი იმართება.
მისივე თქმით, საქართველოს და ხორვატიას წლების განმავლობაში კარგი თანამშრომლობა აკავშირებთ.
"საქართველოს და ხორვატიას წლების განმავლობაში კარგი თანამშრომლობა აკავშირებთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებას. ეს ცხადია, მანამდეც მითქვამს. მე მჯერა, როდესაც საქართველოს მთავრობა და ხალხი გადაწყვეტს, რომ ევროპა არის მათი მთავარი მიზანი და მოთხოვნებიც შესრულებული იქნება, პროცესი გადაიტვირთება," - განაცხადა ხორვატიის პრემიერმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში მონაწილეობს. ერევანში მსოფლიო ლიდერები იმყოფებიან. ირაკლი კობახიძე დღეს დაკავშირებადობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილ დისკუსიაში ჩაერთვება. გარდა ამისა პრემიერი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიირებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის მეორე შეხვედრაში. "მომავლის შენება: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში" - ასეთია ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის სლოგანი, ფორუმს 50-მდე ქვეყნისა და მთავრობის ლიდერი ესწრება.