ირანის სასამართლოს ცნობით, ორი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს, რომლებიც ისრაელისა და მისი სადაზვერვო სამსახურის - "მოსადის" სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყვნენ ბრალდებულნი - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათი სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ, საქმეების განხილვის საფუძველზე მიიღო. ოფიციალური პირების თქმით, იაგუბ კარიმპურმა საიდუმლო ინფორმაცია "მოსადის" ოფიცერს ივნისში, ირანსა და ისრაელს შორის 12-დღიანი ომის დროს გადასცა.
როგორც CNN-ი ადამიანის უფლებათა დამცველი საინფორმაციო სააგენტო HRANA-ზე დაყრდნობით წერს, დაახლოებით 26 წლის ნასერ ბაქრზადეჰი 2024 წლის იანვარში დააკავეს. მედიის ინფორმაციით, ირანის უზენაესმა სასამართლომ ორჯერ გააუქმა მისი სიკვდილით დასჯა. თუმცა, ახალი განაჩენი პატიმრობაში ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებების საფუძველზე გამოუტანეს.