პენტაგონის განცხადებით, შეერთებული შტატები მომდევნო 1 წლის განმავლობაში გერმანიიდან დაახლოებით 5000 სამხედროს გაიყვანს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკვეთრად გააკრიტიკა გერმანიის კანცლერი ირანთან აშშ-ის ომის კრიტიკის გამო. თუმცა, ქვეყანაში 30 000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი მაინც დარჩება.
"ომის მინისტრმა გერმანიიდან დაახლოებით 5000 სამხედრო მოსამსახურის გაყვანის ბრძანება გასცა. ეს გადაწყვეტილება ევროპაში თავდაცვის დეპარტამენტის ძალების განლაგების საფუძვლიან მიმოხილვას მოჰყვა, რომელიც ითვალისწინებს საომარი მოქმედებების საჭიროებებს და ადგილზე არსებულ პირობებს. ჩვენ ველით, რომ გაყვანა მომდევნო ექვსიდან თორმეტ თვემდე პერიოდში დასრულდება", - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა შონ პარნელმა.
მედიის ცნობით, ტრამპმა დაფინანსების შემცირებაზე მიმდინარე მიანიშნა კვირას, მას შემდეგ მიანიშნა, რაც გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ აშშ ირანში თავს იმცირებს.