18 ივნისი 2026,   08:54
ვრცლად
ირანმა აშშ-ს ომის დასრულების ახალი წინადადება წარუდგინა - The Wall Street Journal-ი კონკრეტულ პირობებზე წერს

ირანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ომის დასრულების შესახებ ახალი წინადადება წარუდგინა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ, თეირანი ვაშინგტონის მხრიდან იერიშების დასრულებას და მათ პორტებზე ბლოკადის მოხსნას ითხოვს. ამასთნ, ისინი ამერიკულ მხარეს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ბირთვული პროგრამის საკითხის განხილვას სთავაზობენ.

ეს მაშინ, როდესაც შტატებში ამბობენ, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებები დასრულებულია. მანამდე კი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანს მოლაპარაკებისთვის შეთავაზებული ახალი პირობები ამ დრომდე არ დაუკმაყოფილებია.

დღის ამბები