03 აგვისტო 2026,   19:19
ვრცლად
წმინდა სინოდის საქმიანობაში არ ვერევით - ირაკლი ფავლენიშვილი

კოორდინირებული კამპანია ქართული ეკლესიის წინააღმდეგ გრძელდება - ამჯერად ეკლესიას თავს ყოფილი პრეზიდენტი ესხმის. პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საპატრიარქო არჩევნებს რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს და წერს, რომ ამ პროცესის სცენარი ლუბიანკაზე დაიწერა.

პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განმარტებით, ისინი წმინდა სინოდის საქმიანობაში არ ერევიან, თუმცა მიხეილ სააკაშვილს მეტი ინფორმაცია აქვს და იმ საფრთხეებზე საუბროს, რომელიც რუსულ უშიშროების სამსახურებს უკავშირდება.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ წმინდა სინოდის საქმიანობაში არ ვერევით. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მათ შორის, უკრაინის მთავრობის ერთ-ერთ წევრი და მას ძალიან ბევრი ინფორმაციის წყარო აქვს და ინფორმაცია აქვს იმაზე, რომ რუსული უშიშროება ცდილობს, საკუთარი ხელები აფათუროს სინოდის არჩევნებში. ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ ჩვენ ვინმე კონკრეტულ კანდიდატურას მხარს ვუჭერთ, ან ვეწინააღმდეგებით. ამას არ ვიძახით, არც მიხეილ სააკაშვილი იძახის, უბრალოდ ის საუბრობს საფრთხეზე, რომელიც არსებობს რუსულ უშიშროებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, არცერთი პოლიტიკური აქტორის საქმე არ არის, ჩაერიოს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმეებში, "ლელო" ამ სტანდარტს იცავს და არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

"არცერთი პოლიტიკური აქტორის საქმე არ არის, ჩაერიოს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმეებში. არავის საქმე ეს არ არის. შესაბამისად, "ლელოში" გვაქვს ეს სტანდარტი დაცული და კომენტარს არ ვაკეთებთ საარჩევნო პროცესზე, რომელიც მიდის ქართულ ეკლესიაში", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

დღის ამბები