ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.
ფაქტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.