ბათუმში ტურიზმის მე-17 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. წარმოდგენილია 4 ქვეყნის 100-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია. 3 დღის განმავლობაში ტურისტულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, ინოვაციებისა და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაცია გაცვალონ და ბიზნეს კონტაქტები მოიძიონ.
“ის ინფრასტრუქტურა, რომელიც გააჩნია ჩვენს ქვეყანას და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, სრულად პასუხობს, რათა ჩატარდეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებები. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ, გავაუმჯობრესოთ ამავდროულად სერვისებიც, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა იყოს კომფორტული დასვენება და ვფიქრობ, ოთხივე სეზონზე იქნება ძალიან ბევრი წარმატება. ასევე, დღევანდელი ღონისძიება მისცემს საშუალებას ძალიან ბევრ კომპანიას, დაამყაროს უშუალო კონტაქტები პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე პარტნიორ ტურისტულ კომპანიებთან, რაც მოუტანს დამატებით ბენეფიტებს ჩვენს კომპანიებს და ჩვენს ქვეყანას“, - აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.