09 აგვისტო 2026,   15:42
ვრცლად
მდინარე ცივში, 50 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის აფხაზეთიდან დევნილია.

კაცს ახლობლები და მეზობლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.​

შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების ჯგუფი. ცხედარი ამჟამად ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები