18 ივნისი 2026,   19:32
ვრცლად
გავრცელდა ტრამპზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილის, კოულ ალენის ფოტო, რომელიც სროლამდე სასტუმროს ნომერშია გადაღებული

შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ფედერალურ მოსამართლეს მოუწოდებს, ტრამპზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილ 31 წლის მამაკაცს - კოულ ალენს წინასწარი პატიმრობა შეუფარდოს. ინფორმაციას fox news-ი ავრცელებს.

იუსტიციის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ დოკუმენტს დართული აქვს ახალი ფოტო, სადაც ალენი შეიარაღებულია და სროლამდე სასტუმროს ნომერში იმყოფება.

"ამერიკის შეერთებული შტატები, თავისი წარმომადგენლის - კოლუმბიის ოლქის პროკურორის მეშვეობით, პატივისცემით წარადგენს წერილობით დოკუმენტს, რომელიც ამყარებს ზეპირ მოთხოვნას, რომ ბრალდებული კოულ ტომას ალენი, სასამართლო პროცესის დაწყებამდე პატიმრობაში დარჩეს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

დღის ამბები