"კითხვებზე იყო პასუხები, იყო გარკვეული დათმობები მათ შორის კომპრომისი ჩვენის მხრიდან, რომ ამ საკადრო ცვლილებებით და საკანონმდებლო ცვლილებებით მოხდება უსაფრთხოების ზომების უფრო მეტად დაცვა", - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრობს.
გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ირგვლივ რთული პროცესები მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დასაცავია.
"საქართველო დღეს იმყოფება ისეთ პროცესებში, როდესაც მის ირგვლივ არის ომები, პირდაპირი გაგებით, არა მხოლოდ გამოწვევები, არამედ ომები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დასაცავია და სწორედ ეს იყო ის საკითხი, რაზეც ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი კონსულტაციები "ქართულ ოცნებასთან". რა თქმა უნდა, კითხვებზე იყო პასუხები, იყო გარკვეული დათმობები მათ შორის კომპრომისი ჩვენის მხრიდან, რომ ამ საკადრო ცვლილებებით და საკანონმდებლო ცვლილებებით მოხდება უსაფრთხოების ზომების უფრო მეტად დაცვა," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.