27 ნოემბერი 2026,   04:08
ვრცლად
პირველ რიგში, აქტუალურია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების გადარჩენის საკითხი - ტატა ხვედელიანი ჯანდაცვის მინისტრის მოსმენაზე

პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს უსმენენ. მინისტრი ინტერპელაციის ფორმატში ფრაქციამ "საქართველოსთვის" დაიბარა. მისთვის გაგზავნილი 24 შეკითხვიდან პირველი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობას ეთმობა.

დეპუტატები მინისტრისგან განმარტებას ითხოვენ, რატომ ამბობს სახელმწიფო უარს ახალი პრეპარატების დაფინანსებაზე. ასევე კითხვები ეხება ონკოპაციენტების მკურნალობის გამოწვევებს, მედიკამენტების ხარისხსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეფორმასაც.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი ტატა ხვედელიანი აცხადებს, რომ მინისტრთან და სამინისტროსთან აქვთ შეკითხვები.

"ჩვენ წერილობით მივმართეთ ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს, შეკითხვებთან დაკავშირებით. ამ შეკითხვებშია აქტუალური თემები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს - სოციალურ სისტემასთან, ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებული საკითხები. პირველ რიგში, აქტუალურია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების გადარჩენის და მათთვის ამ დაავადების ეფექტის გამოვლინების საკითხი,"- აცხადებს ხვედელიანი.

დღის ამბები