საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ოპოზიციის დახურულ შეხვედრას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ეს არის "სალონური საუბრები", რომელიც მოწყვეტილია ქართულ რეალობას,
შალვა პაპუაშვილის განცხადებით ოპოზიციაში ჰგონიათ, რომ ევროკავშირის ელჩის "ტკბილი სიტყვა" ხელისუფლებაში მოსვლის საწინდარია.
"რაც ვიხილეთ, ზუსტად ეს ხდება - ეს არის სალონური საუბრები. ეს სტილი მათ ჩამოყალიბებული აქვთ ბრიუსელიდან და სხვა ქალაქებიდან, რადგან მათ არ ესმით, რას ნიშნავს საქართველო, ქართველი ხალხი, ხალხთან ურთიერთობა. ფორმალობისთვის უნდა მოინიშნონ, რომ ჰქონდათ რაღაც შეხვედრა, რომ შემდეგ შეატყობინონ მათ დამფინანსებლებს საზღვარგარეთ, რომ თითქოს, რაღაც შეხვედრა ჰქონდათ. ამიტომაც არ უნდათ მათთვის არასასურველი ხალხის ყოფნა ასეთ შეხვედრებზე, რომ მერე შესაბამისად შეძლონ გაბევრება შეხვედრებზე მყოფი ადამიანების რაოდენობის.
ეს არის სალონური შეხვედრები რადიკალების, რომელიც მოწყვეტილია ქართულ რეალობას და ჰგონიათ, რომ ჰერჩინსკი თუ ორ ტკბილ სიტყვას ეტყვით, ეს არის მათთვის ხელისუფლებას მოსვლის საწინდარი, არადა პირიქით - რამდენჯერაც მათ ჰერჩინსკი თუ სხვა ელჩი შეაქებთ, ზუსტად იმდენი ხმა დააკლდებათ საქართველოს მოსახლეობისგან, ვინაიდან საქართველომ დიდი ხანია უარი თქვა სატელიტობაზე, ვასალობაზე, როდესაც საბჭოთა კავშირი არა დაშლის შედეგად, არამედ ჩვენი გაცნობიერებული გადაწყვეტილებით დავტოვეთ და ვასალობაში ვერავინ მიგვაბრუნებს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.