27 ნოემბერი 2026,   12:38
ვრცლად
მინდა წარმატება ვუსურვო მამუკა მდინარაძეს ვიცე პრემიერის პოზიციაზე, დღევანდელი გამოწვევების პირობებში მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია იყოს ეფექტიანი - შალვა პაპუაშვილი

"ხვალიდან ბატონი მამუკა მდინარაძე დაიკავებს ვიცე პრემიერის თანამდებობას და ამის შემდეგ რაღას იტყვიან, როდესაც აღმოაჩენენ, რომ კაბინეტიც აქვს, აპარატიც საკმარისი არის, რომელიც მას გაუწევს საქმიანობისთვის ყველა მომსახურებას და კოორდინაციას" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა მამუკა მდინარაძეს წარმატებები უსურვა ვიცე პრემიერის პოზიციაზე.

"ეს კიდევ ერთი მცდელობაა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ყველა საკითხთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ატეხონ, რომელიც, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდება ხოლმე ცრუ განგაში და ცრუ აჟიოტაჟი, ასე რომ შემდეგ საკუთარ დამაჯერებლობას აზიანებენ ამ ყველაფრით. დღეს მივიღებთ ცვლილებას კანონში, დღეს ღამის 12:00 საათზე შევა ძალაში ეს კანონი, ხვალიდან ბატონი მამუკა მდინარაძე დაიკავებს ვიცე პრემიერის თანამდებობას და ამის შემდეგ რაღას იტყვიან, როდესაც აღმოაჩენენ, რომ კაბინეტიც აქვს, აპარატიც საკმარისია, რომელიც მას გაუწევს საქმიანობისთვის ყველა მომსახურებას და კოორდინაციას, რომ იქნება ისევე ეფექტიანი, როგორც ამას მამუკა მდინარაძე აკეთებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან. ასე, რომ კიდევ ერთი ცრუ განგაში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომელიც საბოლოო ჯამში მათვე აზიანებს. მე მინდა აქედანვე წარმატება ვუსურვო მამუკა მდინარაძეს ვიცე პრემიერის პოზიციაზე. მნიშვნელოვანია, რომ კოორდინაცია სამართალდამცავი ორგანოების იყოს დღევანდელი გამოწვევების პირობებში ეფექტიანი," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

 

დღის ამბები