სპორტის სამინისტროში მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტებში ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის საკითხი. ისაუბრეს ინიციატივის ფარგლებში სპორტული კომპლექსებისა და საცურაო აუზების მშენებლობისთვის აუცილებელ სტანდარტებსა და სხვა საჭიროებებზე.