09 აგვისტო 2026,   09:40
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: ძლიერდება სამართალდამცავი ორგანოების სისტემა ახალი რგოლის დამატებით - ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები

"რეალურად, ეს ყველაფერი ძალიან მარტივადაა - განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები სამართალდამცავ სისტემაში, დაემატა ერთი მნიშვნელოვანი რგოლი - საკოორდინაციო რგოლი და ეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დაეკისრა ვიცე პრემიერს, სახელმწიფო მინისტრს და ამ თანამდებობას, როგორც მოგეხსენებათ, დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბრისას.

პრემიერი გამოეხმაურა საკითხზე ოპოზიციის შეფასებებს და აღნიშნა, რომ ეს შეფასებები სპეკულაციურია.

"თვითონვე იკარგებიან ხოლმე საკუთარ ვერსიებში - ჯერ ჰქონდათ სრულიად სხვა ვერსია, ახლა განავითარეს სრულიად სხვა. რეალურად, ეს ყველაფერი ძალიან მარტივადაა - განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები სამართალდამცავ სისტემაში, დაემატა ერთი მნიშვნელოვანი რგოლი - საკოორდინაციო რგოლი და ეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დაეკისრა ვიცე პრემიერს, სახელმწიფო მინისტრს და ამ თანამდებობას, როგორც მოგეხსენებათ, დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები, ტექნიკურ საკითხებზე აქცენტის გაკეთება. რა თქმა უნდა, საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს. სინამდვილეში, ძლიერდება სამართალდამცავი ორგანოების სისტემა ახალი რგოლის დამატებით და ეს არის მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმა, რომელიც განხორციელდა მთავრობის სისტემაში," - აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები