ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, კილომეტრზე მეტ მონაკვეთზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები.
სამუშაოების მიმდინარეობას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ვარლამ წიკლაური და მხარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონული ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.