11 აგვისტო 2026,   15:28
ვრცლად
პარლამენტმა გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაამტკიცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად, პარლამენტმა გეკა გელაძე დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა.

გეკა გელაძის კანდიდატურას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12 წინააღმდეგი იყო.

პარლამენტმა გეკა გელაძე თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაამტკიცა.

მანამდე, გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. აღნიშნულ თანამდებობაზე იგი სულხან თამაზაშვილმა შეცვალა.

დღის ამბები