08 აგვისტო 2026,   21:23
ვრცლად
მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს წარდგენისთვის, მადლობა უკვე ყოფილ მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ სულხან თამაზაშვილს, გუნდის წევრებს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს - ზურაბ პატარაძე

"დღეს უმაღლეს საბჭოში აღვნიშნეთ და დავაანონსეთ პროექტები, რომელიც წინ გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ პროექტებში იქნება ჩართული მთელი ჩვენი გუნდი", - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ განაცხადა.  

ზურაბ პატარაძის თქმით, იწყება რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები.

"დღეს შედგა შეხვედრა "ქართული ოცნების" გუნდის წევრებთან ჩვენს რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს. დღეს უმაღლეს საბჭოში აღვნიშნეთ და დავაანონსეთ პროექტები, რომელიც წინ გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ პროექტებში იქნება ჩართული მთელი ჩვენი გუნდი.

ექვსივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მათთან ერთად ვიმოძრავებთ, რათა ბევრი წარმატება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს რეგიონს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს წარდგენისთვის, მადლობა გადავუხადო უკვე ყოფილ მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ სულხან თამაზაშვილს, გუნდის წევრებს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელსაც შევეჭიდეთ და წინ ბევრი საქმე გვაქვს საკეთებელი და ვფიქრობ, ჩვენი მეგობრები, ის ადამიანები, რომელთან ერთადაც წლებია მოვდივართ, ერთად ძალიან ბევრ წარმატებას მოვუტანთ საერთო გუნდს, საერთო საქმეს. ჩვენ ვიწყებთ შემოვლას ყველა რეგიონის, ყველა რაიონის, ყველა მუნიციპალიტეტის. გვექნება შეხვედრები მოსახლეობასთან და, რა თქმა უნდა, მათთან ერთად ვიზრუნებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის," - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

 

 

 

 

დღის ამბები