28 აპრილს მსოფლიო სამუშაო ადგილზე დაღუპულ და დაშავებულ ადამიანებს იხსენებს. საქართველოში თარიღს პროფკავშირების წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათ საწარმოებში შეხვედრები გამართეს და კიდევ ერთხელ ისაუბრეს უსაფრთხო გარემოს მნიშვნელობაზე.
პროფკავშირებში ამბობენ, რომ შრომის ინსპექციის მუშაობამ და ახალმა რეგულაციებმა ვითარება გააუმჯობესა. შემცირებულია დაღუპულთა სტატისტიკაც, თუმცა ამ მიმართულებით გამოწვევები კვლავ აქტუალურია.