27 ნოემბერი 2026,   04:45
ვრცლად
ჩემთვის პირადად, არის რაღაც ტექნიკური პრობლემა, თუმცა თუ ეს გერმანიის ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, არ მოერიდებათ და ამას შეგვატყობინებენ - შარაშიძე გერმანიის საგარეო უწყების გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ბერლინს კიდევ ერთხელ მიმართავს, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე განახლდეს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ. საგარეო უწყება გერმანულ მხარეს ახსენებს, რომ 2024 წელს საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს, 2024 წლის პირველი დეკემბრიდან კი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას მაკა ბოჭორიშვილი იკავებს. 

ეს უკვე მესამე მიმართვაა, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე კი ამ დრომდე საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი საგარეო მინისტრად კი ილია დარჩიაშვილია მითითებული.

გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ მისთვის, არსებული ვითარება უფრო ტექნიკურ პრობლემას ჰგავს. მისივე თქმით, თუ საკითხი მართლაც გერმანიის ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირდება, ოფიციალური მხარე ამას საჯაროდ და შესაბამისი წარმომადგენლის მეშვეობით აცნობებს.

"ჩემთვის პირადად, არის რაღაც ტექნიკური პრობლემა და თუ ეს არის გერმანიის ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაშინ არ მოერიდება გერმანიას და ან მისი ელჩის ან გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის პირით, ამას შეგვატყობინებს“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძე.

დღის ამბები