"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს განაგრძობს. ამ წუთებში შეხვედრა ბორჯომში მიმდინარეობს. "ქართული ოცნების" ახალგაზრდა ლიდერები სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდებს ხვდებიან. მიზანი ახალგაზრდებთან მეტი კომუნიკაცია და ქვეყნის განვითარების პროცესში მათი აქტიური ჩართულობაა. რიგით მეოთხე შეხვედრას ესწრებიან "ქართული ოცნების" დეპუტატებიც. შეხვედრები ქვეყნის ათივე რეგიონში გაიმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი კონფერენცია დღეს ბორჯომში იმართება. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი და მმართველთა საბჭოს წევრები ხვდებიან.
"ვაპირებთ მთლიანად საქართველოს შემოვლას, დაინტერესება საკმაოდ დიდია. ყოველი შეხვედრის შემდეგ მსურველების რაოდენობა იმატებს. ისიც ვიცით, რომ დაინტერესება QR კოდით ხდება და შესაბამისად ივსება კითხვარი და რაც უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია მათთვის იმ საკითხებზე ვსაუბრობთ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოგვივა სამცხე-ჯავახეთში იმიტომ, რომ მსურველების რაოდენობა ძალიან ბევრია და დარწმუნებული ვარ, ნაყოფიერი იქნება ეს შეხვედრა. ჩვენი მთავარი გზავნილი და ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტი დისკუსია იყოს ახალგაზრდებს შორის და მეტად იყვნენ ჩართულები პოლიტიკური პროცესები იქნება ეს თუ თავიანთ რეგიონში განვითარების კუთხით, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათი რაიონის, ქალაქის განვითარება“, - განაცხადა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა.